სასწავლო პროექტი

ექსკურსია

2. პროექტის მთავარი იდეა: ბჟუჟჰესის ჰიდროელექტროსადგურის და ისტორიული ძეგლის
შემოქმედის მონასტრის დათვალიერება.

3. პროექტის  აქტუალობა: ბავშვებს განუვითარდეთ ერთმანეთთან ურთიერთმეგობრული დამოკიდებულება, ითანამშრომლონ, გაცვალონ აზრები და შეხედულებები ამა  თუ იმ საკითხზე,  ბავშვებმა იცოდნენ მდინარე როგორ გამოიყენება დენის წყაროდ, ასევე დაიცვან და უპატრონონ ისტორიულ  ძეგლებს.

4. პროექტის მიზანი: გამოიანგარიშონ და გამოიყვანონ რა მანძილითაა დაშორებული სკოლიდან ჰიდროელექტროსადგური და მონასტერი, რა დროში გაივლის ტრანსპორტი ამ მანძილს, როგორია მანძილზე დროის დამოკიდებულება. მოსწავლემ  შეძლოს კონკრეტული მნიშვნელელობების ანალიზის გზით  აღმოაჩინოს ამ სიდიდეთა შორის დამოკიდებულება, ე. ი. მოსწავლეებმა გამოიმუშავონ დაკვირვების უნარ–ჩვევები.
ასევე გამოიანგარიშონ ხარჯთაღრიცხვა.

მათ. VII. 5. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის   პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების  ამოცნობა და გამოსახვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მოცემული  დამოკიდებულებისათვის  თვისობრივად  და რაოდენობრივად აღწერს,  თუ რა გავლენას ახდენს  ერთი სიდიდის ცვლილება მეორის მნიშვნელობაზე, მოყავს მუდმივი და არამუდმივი რაოდენობრივი ცვლილების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან.
  • სიტყვიერად  ჩამოყალიბებულ დებულებას  სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისა და  მიმართების შესახებ გამოსახავს  გრაფიკულად ან ცხრილით.


5. მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა: 7  დღე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას, ურთიერთთანამშრომლობას, გაიუმჯობესებენ  ჯგუფური მუშაობის, კვლევის, კრიტიკული აზროვნების, საკუთარი აზრის დაცვის უნარ–ჩვევებს, გამოუმუშავდებათ  ანგარიშის, რუკების, ცხრილების შედგენის, ორიენტაციის განსაზღვრის უნარი. გააკეთებენ ალბომს, ჩანახატებს, ელექტრონულ ჯურნალს.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვიდეო ან ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი, ფოტოფირი, მაგნიტოფონი.

9. პროქტის მსვლელობა:
აქტივობა 1. გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეები ასახელებენ თემას,შემდეგ მასწავლებლის დახმარებით ირჩევენ თემას „ექსკურსია“.
აქტივობა 2. კლასი დავყოთ სამ ჯგუფად და ავირჩევ ლიდერს: ერთი ჯგუფი გამოიანგარიშებს  მანძილს სკოლიდან  ჰიდროელექტროსადგურამდე,  და ჰიდროელექტროსადგურიდან მონასტრამდე, ასევე დროს რომელიც დასჭირდა ამ მანძილის გავლას.
მეორე ჯგუფი – მონასტრიდან სკოლამდე და მთლიანად მანძილს, ასევე დროს.
მესამე ჯგუფი – თუ რა თანხაა საჭირო საწვავისათვის, აგრეთვე პროდუქტის შესაძენად.
აქტივობა 3. გასვლის წინ  მასწავლებელი აძლევს რჩევებს მოსწავლეებს, თუ როგორ დაიცვან წესები ექსკურსიის დროს. მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებენ გეგმას, თუ რომელ საათზე რისი დათვალიერება სურთ.
აქტივობა 3.  ექსკურსიის შედეგად ბავშვებმა მოინახულეს ჰიდროელექტროსადგური, გაეცნენ საქართველოში ერთ–ერთ უძველეს შემოქმედის მონასტერს  და მის ისტორიულ მნიშვნელობას.
გამოიანგარიშეს ხარჯთაღრიცხვა, მანძილი და დრო, დაადგინეს  თუ რა გავლენას ახდენს  ერთი სიდიდის ცვლილება მეორის  მნიშვნელობაზე.
პროქტის პრეზენტაცია: მოსწავლეები მოძიებულ მასალებს და გადაღებულ ფოტოებს წარუდგენენ უფროსკლასელებს .
პროექტმა მიაღწია მიზანს და ვისმენთ დამსწრეთა შეფასებებს.

10.საგნებთან კავშირი:
გეოგრაფია: მდინარეები შეიცავს მტკნარი წყლის მარაგს, ბავშვებმა უნდა იცოდნენ მტკნარი წყლის  რაციონალური გამოყენება, უნდა  მოერიდნონ  მდინარის დაბინძურებას.
ქართული: წარმოაჩენენ შესაძლებლობებს ლექსების, ჩანახატების შექმნაში.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მახარაძე.



12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: ninomaxaradze12@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий