დღეს დავასრულეთ ტრენინგი, ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ამ პროექტზე მუშაობა, ამ პროექტზე მუშაობამ მეტი სტიმული და მოტივაცია შემძინა მოსწავლეებთან მუშაობისთვის, ვისურვებდი ასეთი ტრენინგები გაგრძელებულიყოს, დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას გულისხმიერი დახმარებისათვის.
ტრენინგის მერვე დღე
შევამოწმე ჩემი ნამუშევარი, ვისწავლე ფასილიტაცია ტექნოლოგიებით ანუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად რაშიც დამეხმარა ქალბატონი ხათუნა.
ტრენინგის მეშვიდე დღე
დღეს გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს.
გავაკეთე მასალები რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარებიან.
ტრენინგის მეექვსე დღე
ვიმუშავე მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციაზე ,გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე რაშიც დამეხმარა ქალბატონი ხათუნა
ტრენინგის მეხუთე დღე
დღეს დავასრულე პრეზენტაცია და შევძელი ბლოგზე გამოქვეყნება.
ასევე ვიმუშავე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებაზე და სურათების გადმოწერაზე.
ასევე ვიმუშავე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებაზე და სურათების გადმოწერაზე.
ტრენინგის მეოთხე დღე
დღეს გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.
შევავსეთ მოცემული საკითხები.
საინტერესო და რთული დღე იყო.
შევავსეთ მოცემული საკითხები.
საინტერესო და რთული დღე იყო.
ტრენინგის მესამე დღე
ქალბატონი ხათუნას დახმარებით დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, დავიწყეთ შევსება, ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტების მორგება.
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ პუბლიკაციების მომზადება პროექტით სწავლების თემაზე, რომ სწავლების პროცესში გამოვიყენო ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები შევქმნა რესურსი რომლებიც მშობლებს ან დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის ჩვენს მიერ კლასში პროექტის განხორციელების მიზნებს
ტრენინგის პირველი დღე
გავეცანით ინტელის ძირითადი სასწავლო კურსის მოთხოვნებს, მიზნებს და მოლოდინებს.
შევქმენი საქაღალდე, სადაც დამატებით ჩავდევი კიდევ ექვსი საქაღალდე, საბლოოდ ეს არის ჩემი პროექტის პორტფოლიო.
ასევე ვნახე და ვისაუბრეთ მსგავსი ტრენინგის დროს მომზადებულ რესურსებზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)